საზოგადოება
ჰარი პოტერის ავტორი ერთიანი ბრიტანეთის მხარდასაჭერად1 მილიონ ევროს გაიღებს
ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა ჯოან როულინგმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა . ჰარი პოტერზე შექმნილი ბესტსელერების ავტორი ედინბურგში ცხოვრობს. მისი აზრით, დამოუკიდებლობის მომხრეები ვერ აცნობიერებენ საფრთხეებს, რომლებიც ბრიტენათისგან გამოყოფას შეიძლება მოჰყვეს. მან ასევ აღნიშნა, რომ "ერთი მუჭა ნაციონალისტები ყველას დამორალიზაციას ახდენენ, ვინც მზადაა ბრმად და უსიტყვოდ დაუჭიროს მხარი დამოუკიდებლობის იდეას."
კენჭისყრა, რომლის დროსაც შოტლანდიელ ამომრჩეველს,დამოუკიდებლობის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოუწევს ხმის მიცემა , 18 სექტემბერს გაიმართება. გაზეთ Sunday Times -ის თანახმად, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადმიანაბის სიას, ჯოან როულინგის ქონება 1,5 მილიარდ დოლარად შეფასდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები