Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/43844586.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
რიკოთზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია
რიკოთზე დაწესებული შეზღუდვები ამ დრომდე გრძელდება. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით ძველი რეჟიმის მოქმედების გამო ტრანსპორტის გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდება. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ცნობილია, ამ მონაკვეთზე დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ 06:00 საათიდან განახლდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და გეოლოგები. საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობდა. სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანიც. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად იქნება გამოკვლეული დამეწყრილი ტერიტორია და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.