2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტები ბრიტანეთიდან საქართველოში უკვე ჩამოიტანეს.
ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, "საქართველოს ფოსტის" ტერმინალიდან მიმდინარეობს ტესტების გადანაწილება ეროვნული ბანკის საცავში, რეგიონებში კი - პოლიციის მთავარ სამმართველოებში.
პროცესს ესწრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტების ტრანსპორტირებისას დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა.
მათივე ცნობით, 2014 წლისთვის საგამოცდო ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღაირებულმა ბრიტანულმა კომპანია STEVEN AUSTEN-მა დაბეჭდა.
მასალის გამოყენების პირობები