ამ დროისთვის კვლავ უცნობია, როდის აღდგება რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს , გუშინ მთა კვლავ ჩამოიშალა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოება მდინარის მხარეს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე 17 ივნისს მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო.
მასალის გამოყენების პირობები