აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, USAID-მა განაცხადა, რომ უკრაინას, კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, 10 მილიონ დოლარს გამოუყოფენ. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა რაჯივ შაჰიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
რუსული მედიის თანახმად, შაჰი უკრაინაში ქვეყნის ახალ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსაც შეხვდა. მისი თქმით, 10 მილიონი დოლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხის, რომლის გამოყოფასაც უკრაინისთვის ამერიკა გეგმავს.
”USAID და ამერიკა დიდი ხანია რაც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკა 48 მილიონი დოლარის ტექნიკური დამხარების აღმოჩენას აპირებს უკრაინისათვის, რათა მოხდეს აუცილებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება,”-აღნიშნა შაჰიმ.
მასალის გამოყენების პირობები