დღეს დილით , სოციალური ქსელი Facebook , მისი 1,3 მილიარდი მოხმარებლიდან, ბევრისთვის 15 წუთის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ამ მცირე პაუზამ მრავალი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მეორე სოციალური ქსელის - Twitter -ის საშუალებით სვამდნენ კითხვებს, იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.
კომპანია Facebook-მა აღნიშნული პრობლემის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა მიზეზები არ აუხსნია. „ ჩვენ სწრაფად გადავწყვიტეთ ეს პრობლემები და ახლა ქსელი 100%-ით ფუნქციონირებს ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენ ქვეყანას შეეხო ტექნიკური პრობლემები .
მასალის გამოყენების პირობები