საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ, რაც ქვეყანას ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის მინისტერიალის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მათი პრინციპები უცვლელია და "ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს."
"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა, რადგან ეს სარგებელს არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, არამედ თავად ალიანსსაც მოუტანს. ჩვენი ძირითადი პრინციპები უცვლელია. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტ ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ინტეგრირების პროცესში და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველო, რომელსაც ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ. ეს საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება", - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები