მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მიიღო. შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსის ეკა ქარდავას განმარტებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ კანონში არაერთგვაროვნად იყო ასახული აღნიშნული საკითხი და პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ, რომ იგი დარეგულირებულიყო.
"დადგენილება მიღებულია და მისი შინარსიის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე ეცნობება", - განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, პრემიების გაცემის ახალი წესი შეეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასე საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის შესაძლებობა აიკრძალება.
"ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივ სარგოს, ინიცირების უფლება აქვს უწყების ხელმძღვანელს და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, ამ შემთხვევაში მინისტრს", - განაცხადა ეკა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები