თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები ექნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"როგორც კი ძალაში შევა ასოცირების შეთანხმება და ჩვენ გავაანალიზებთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს", - აცხადებს სერგეი ლავროვი.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხვალ, 27 ივნისს მოაწერენ ხელს.
მასალის გამოყენების პირობები