2014-2015 სასწავლო წლისთვის, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი ივლისიდან იწყება. ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყება.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების), მოწერილობის საფუძველზე.
5 ივლისიდან 10 ივლისამდე რეგისტრირდებიან უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები. 10 ივლისიდან კი რეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა -ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის იქნებიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.
ამასთან, სააგენტომ რეგისტრაცია გამოაცხადა ივლისის თვეში მომუშავე საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების დასარეგისტრირებლად. საზაფხულო ბაგა-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყო. რამდენიმე მათგანში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის.
მასალის გამოყენების პირობები