დღეიდან C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტის გაცემა 60 %-იანი ფასდაკლებით მოხდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იოსებიძის ქ.#60-ში არსებულ პსპ-ს აფთიაქს ეწვევა, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტის 60 %-იანი ფასდაკლებით გაცემის პროცესს დაესწრება და შეაფასებს.
ძვირადღირებული მედიკამენტის _ პეგილირებული ინტერფერონი და რიბავერინის ბენეფიციართათვის ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია მხოლოდ პსპ-ს აფთიაქში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე (იოსებიძის ქ.#60 ).
მასალის გამოყენების პირობები