ჰოლანდიაში ინტერპოლის მიერ ძებნილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი დააკავეს. გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა 2013 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება. გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს. ის ჰოლანდიაში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. უკვე გაგზავნილია დგებუაძის საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნაც.
მასალის გამოყენების პირობები