Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10486510_846820185346745_1433869373886593530_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, შეძენილ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს რვა კვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთში არსებულ სისტემას. მიმდინარე ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად იგეგმება დროებითი ვოლიერების მშენებლობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.