ინცინდენტი 2 ივლისს მოხდა. დეკორატიული ფასადი ბრუკლინის ხიდის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა, სადაც ამ დროს ადამიანები იმყოფებოდნენ. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 დაზარალებული ერთ- ერთ საავადმყოფოში უმნიშვნელო დაზიანებებით მიიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, 8-მეტრიანი ფასადის ჩამორღვევა, ძლიერი წვიმის შედეგად ხიდის დატბორვას მოჰყვა, იტყობინება ABC News.
ბრუკლინის ხიდი — აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი დაკიდული ხიდია, რომელიც ნიუ-იორკის რაიონებს, ბრუკლინსა და მანჰეტენს აერთიანებს. 1883 წელს აშენებული ნაგებობის სიგრძე 1825 მეტრს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები