Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/arawamo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/arawamo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/arawamo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/arawamo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ემიგრანტები საქართველოში პატიმრების წამების ფაქტებს დღეს ლონდონში გააპროტესტებენ
ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ემიგრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "გუშინ და დღეს ყველამ ვიხილეთ ის გაუგონარი და წარმოუდგენელი ძალადობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება, უმაღლესი ეშელონების დაკვეთით საპატიმროებში ახორციელებს. შეუძლებელია ამის მშვიდად ყურება. ისინი სიტყვით დემოკრატიას და ადამიანის უფლებების პრიმატს ღაღადებენ და საქმით კი ჩვენს ძმებს, მამებს და შვილებს არაადამინური წამების ქვეშ ამყოფებენ. დღეს, როგორც არასოდეს, დიდ ბრიტანეთში მყოფი ემიგრანტები ერთ მუშტად ვართ შეკრული. პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან მოიწევს ხალხი ლონდონში, რომ ერთად დავგმოთ ეს აუტანელი სადიზმი. ემიგრაციის დიდი ნაწილი სულ ახლახანს შევიკრიბეთ ლონდონში პარლამენტის წინ და ჩვენი მხარდაჭერა და ნდობა გამოვუცხადეთ ძალას, რომელსაც შეუძლია ყველა სფეროში რეალური სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, რომელიც არ დაუშვებს მსგავსი სახის ძალადობას და ადამიანის ასეთ გაუგონარ დონეზე დამცირებას", - აღნიშნულია განცხადებაში და იქვე ნათქვამია, რომ ემიგრატნები დღეს 12:00 საათზე ჩვენ კვლავ ლონდონში, ამჯერად საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბებიან. "ჩვენ ბევრნი ვიქნებით და დღევანდელ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენს გაბრაზებას.  ვაჩვენებთ იმასაც, რომ ჩვენს ძმებს გაჭირვებაში არასოდეს მივატოვებთ, ჩვენს ღირსებასთან ერთად ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებას და ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში  ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების დაჩაგვრის, დამცირების, შეურაცხყოფის დრო" - აღნიშნულია განცხადებაში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.