თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ბაჩო ახალაიას ადვოკატები 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით დაცვის მხარემ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მიმართა, სადაც ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდნენ.
საქმე ეხება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების ორგანიზების საქმეს, რომელთა შორის არის სერგო თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდი.
2 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, ბაჩო ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები