ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. ბელუ ორიზონტეში მასპინძელი ბრაზილია გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩში გამარჯვებული ფინალში ჰოლანდია-არგენტინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბრაზიილის ნაკრებს 2 ლიდერი დააკლდება. ხერხემლის ტრავმის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღებს ნეიმარი, ხოლო ტიაგო სილვა დისკვალიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ გერმანია ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, როდესაც ნახევარფინალში გასვლას ახერხებს. ბრაზილია მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონია, გერმანია კი, ჩემპიონი სამჯერ იყო.
ბრაზილიამ მეოთხედფინალში გოლებით კოლუმბია დაამარცხა, გერმანიამ კი საფრანგეთი.
აღნიშნული გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლოს 2002 წელს დაუპირისპირდნენ. იოკოჰამაში გამართულ მატჩში ბრაზილიამ რონალდოს დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ჰოლანდია და არგენტინა დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები