ავღანეთში, 2014 წლის პირველ ნახევარში, 17%-ით გაიზარდა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ გაერო-ს ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ავღანეთში 1 564 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთა შორის 295 ბავშვია, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.
ამასთან, გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2014 წელს მშვიდობიანი მოქალაქეები ძირითადად შეტაკებებს, სარაკეტო თავდასხმებსა და ნაღმტყორცნებიდან განხორციელებულ იერეშებს ემსხვერპლნენ.
მასალის გამოყენების პირობები