10.00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 117 409 ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 6,84% შეადგენს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 15 ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე ერთი პროცენტით მაღალია.
მისივე ინფორმაციით, თბილისში აქტივობა 6,9%-ს შეადგენს, ანუ ამ დროისათვის თბილისში ხმა მისცა 63 253 ამომრჩეველმა.
რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის დაფიქსირებულია ხონში, სადაც ამომრჩეველთა 13,2% მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ბათუმშია, სადაც 10.00 საათის მონაცემებით 4,6%-მა მიიღო მონაწილეობა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს 28 ოლქში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები