Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/saelcho-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
აშშ-ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოები - გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო
არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო , - ამის შესახებ ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ელჩები მთავრობას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. "არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა ყოფილი თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ კვლავ თხოვნით მივმართავთ მთავრობას, შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარი პროცედურების წარმოებისას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფელი იქნება ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან. ახლა, როდესაც უკვე არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებეს. ჩევნ ველით თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც კიდევ ერთხელ გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მიმართული იქნება საქართველოს მომავლისკენ", - ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.