მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი, 24-წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებია. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა მარაკანას სტადიონზე არგენტინა დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო დამატებითი დროის 113-ე წუთი გერმანელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ანგარიში მარიო გიოტცეს გოლით გაიხსნა.
გერმანია მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები