აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა ორი დღით აიკრძალა. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. სანაპიროზე აღმართულია წითელი ფერის დროშები, რაც მოსახლეობასა და დამსვენებლებს აფრთხილებს რომ ბანაობა აკრძალულია. გადაუდებელი და საგანგებო სამსახურის მაშველები მოქალაქეებს მოუწოდებენ დღეს და ხვალ ზღავში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.
მასალის გამოყენების პირობები