სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მეტროში, მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად. 80-მდე ადამიანი დაშავებულია. ამ დროისათვის სამაშველო სამსახური მეტროსადგურ „ სლავიანსკი ბულვარ“-თან მომხდარი ავარიის შედეგად გაჩერებული მატარებლიდან მგზავრების ევაკუაციას ახდენს. გარდა ამისა, ყველაზე ცოტა 20 ადამიანი დაიბლოკა მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, რომელიც გვირაბში, მეტროსადგურებს «მოლოდიოჟნაია»-სა და «სლავიანსკი ბულვარ»-ს შორის, მკვეთრად გაჩერდა.
არსებული ინფორმაციით, მატარებელმა ავარია მეტროსადგურებს - "სლავიანსკი ბულვარსა" და "გამარჯვების პარკს" შორის განიცადა.
მასალის გამოყენების პირობები