საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი დავით გადელია დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დავით გადელიამ, იძულებით გადაადგილებული პირისათვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 6 500 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა აიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები