თავდაცვის ეპიზოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა დაწერა. „ბაჩო გაამართლა უზენაესმა სასმართლომ!“,-წერს ნადარეიშვილი. მისივე ინფორმაციით საქმე თავდაცვის ეპიზოდის სამ ბრალს ეხება. „თავდაცვის ეპიზოდი: სამივე ბრალი: 1. "ვაშლი თლა", 2. "წელსზევით შიშველ ჯარისკაცებს რომ არბენინებდა სენაკის ბაზაზე" და 3. სუტენიორ აბესაძეს წიწაკა რომ ესროლა“,-წერს ნადარეიშვილი
შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ბრალდების მხარემ ჯერ სააპელაციო სასამართლოში შემდეგ კი უზენაესში გასაჩივრა. სამივე ინსტანციამ ბაჩო ახალაია წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ სცნო.
მასალის გამოყენების პირობები