პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდება. სხდომა 12:00 საათზე იწყება.
დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს. ფანჯიკიძის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტით დადგენილი განხილვის პროცედურა გაგრძელდება.
17:00 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები