საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების და მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების შეხვედრას დაესწრო.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს და კრემლის ოფიციალურ ვებგვერდებზე გავრცელდა. შეხვედრა მოსკოვში, სამება-სერგიევის ლავრაში გაიმართა, რომელიც წმინდა სერგეი რადონეჟელის 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს რუსეთის პატრიარქმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა სასულიერო პირებს მოსკოვში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდია, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სულიერების სფეროში, რომლის გადალახვა ყველას ყოველდღიურად უწევს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლები ჩადიან მოსკოვში, ხვდებიან პატრიარქ კირილს და ერთად განიხილავენ პრობლემებს.
მასალის გამოყენების პირობები