ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გადაასვენეს.
კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობაშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კიწმარიშვილის ცხედარი "რუსთავი 2"-ის შენობაში 15:00 საათამდე იქნება დასვენებული, რის შემდეგაც საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები