ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 20 ივლისიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განმარტა, პირველადი შედეგების გამოცხადება 20 ივლისიდან დაიწყება და პირველ რიგში გამოცხადდება ზოგადი უნარების შედეგები.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა.
რაც შეეხება სტატისტიკას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 36 000 მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 20 000-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 000-მდე მაგისტრობის კანდიდატი და 5 000-მდე სტუდენტი, რომელიც გრანტის გაუმჯობესებას ეცადა.
მასალის გამოყენების პირობები