საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩოხატაურში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 16 წლის ვიტალი კილასონიას დასახმარებლად გაიმართა და შემოსული თანხა საზღვარგარეთ მის მკურნალობას მოხმარდება.
გიორგი მარგველაშვილმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონცერტის ორგანიზატორებს კეთილი საქმის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მიხარია, რომ მონაწილე ვართ ამ ძალიან სწორი და კარგი ინიციატივის. ეს ინიციატივა ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის დახმარებასა და ფონდის შექმნას ემსახურება. ვფიქრობ, ამ მომენტში ჩვენ არა მარტო ვეხმარებით ადამიანს, არამედ, შესაძლოა, ვაკეთებთ კიდევ უფრო მეტს - სიკეთისა და ერთმანეთის გვერდში დგომის უხილავ ძაფებს ვაბამთ ერთმანეთთან. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ასეთი წამოწყების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები