საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში "რუსთავი 2"-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ საუბარში განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, "რუსთავი 2" ერთმნიშვნელოვნად რჩება მთავარი სამიზნე რუსი ოლიგარქის და ასევე იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟს, თუ რჩევებს. ის, რომ ტელევიზია მისი სამიზნეა, ეს ჩემთვის ნათქვამი აქვს რამდენჯერმე, მათ შორის 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არ ვჭორაობ. ეს არის ის, რაც მან თქვა არაერთხელ. ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის, რომ რეალურად იყო "რუსთავი 2"-ის შემქმნელი კოლექტივთან ერთად, ეროსი ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა. ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში "რუსთავი 2"-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა, გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა, ეს ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა და არ იქნებოდა სწორი თუნდაც მისი ოჯახის და მისი ხსოვნის წინაშე." , - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიების ადგილზე ის მთელს სამხილებს შეკრებდა და აშშ–ის ფედერალური გამოძიების სააგენტოში გააგზავნიდა.
მასალის გამოყენების პირობები