Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/irakli_garibashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის , ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. "მე მსურს გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში გამოვყოფდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. სულ ახლახანს ჩატარდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პირველად საქართველოს ისტორიაში გავმართეთ ძალიან დემოკრატიულად მეორე ტურის არჩევნები და ეს ტესტიც წარმატებით ჩავაბარეთ. კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა. ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება მთელს საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ სამინისტროს შეიძლება ჰქონოდა ხარვეზები, თუმცა მთავარია მათი დროული გამოვლენა და დროული ცვლილება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.