მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად, პარლამენტს შესაძლოა დღეს წარედგინოს. დღეს, 16:00 საათისთვის დაგეგმილია პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობა იქნება წარდგენილი.
პრემიერ-მინისტრმა შვიდი მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა თავიდან უნდა გამოუცხადოს ნდობა.
მთავრობის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია. მთავრობა პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რისთვისაც მას ერთკვირიანი ვადა აქვს. ამავე ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს მინისტრებს პარლამენტი.
მასალის გამოყენების პირობები