Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ცესკომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. გუშინ გამართულ სხდომაზე თამარ ჟვანიამ და კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი. თბილისის მერად არჩეულია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, რომელმაც 12 ივლისის არჩევნებში ხმების 72,47 % (222 066 ხმა) მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკანორ მელიამ - 27,53% (84 350). დღესვე სხდომის ოქმში ჩანაწერი შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, 13 მუნიციპალიტეტის გამგებლად და 7 თვითმმართველი ქალაქის მერად არჩეულ პირთა შესახებ. კერძოდ, რუსთავის მერად არჩეულ იქნა დავით ჯიქია ("ქართული ოცნება"), მცხეთა – ავთანდილ ნემსიწვერაძე ("ქართული ოცნება"), გორი – ზურაბ ჯირკველაშვილი ("ქართული ოცნება"), თელავი – პლატონ კალმახელიძე ("ქართული ოცნება"), ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე ("ქართული ოცნება"), ბათუმი – გიორგი ერმაკოვი ("ქართული ოცნება"), ფოთი – ირაკლი კაკულია ("ქართული ოცნება"). რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გამგებლებს, აღნიშნული თანამდებობა არჩევნების მეორე ტურის შედეგად შემდეგმა კანდიდატებმა დაიკავეს: ახმეტა – ბექა ბაიდაური ("ქართული ოცნება"), ყვარელი – ილია მზექალაშვილი ("ქართული ოცნება"), გორი – დავით ონიანიშვილი ("ქართული ოცნება"), თიანეთი – ლელა ქიტესაშვილი ("ქართული ოცნება"), მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა ("ქართული ოცნება"), ქობულეთი – სულხან ევგენიძე ("ქართული ოცნება"), ბაღდათი – ირაკლი გეგშიძე ("ქართული ოცნება"), ხონი – ჯემალ მებუკე ("ქართული ოცნება"), ტყიბული – რობიზონ გვენეტაძე ("ქართული ოცნება"), ლანჩხუთი – ზაზა ურუშაძე ("ქართული ოცნება"), თერჯოლა – თეიმურაზ ჯაფარიძე ("ქართული ოცნება"), თელავი – ალექსანდრე შათირიშვილი ("ქართული ოცნება"), ხულო – ბესიკ ბაუჩაძე ("ქართული ოცნება").
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.