უკრაინაში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგის" ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების გამო ჰოლანდიაში 23 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას ქვეყნის პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ მოაწერა ხელი.
დღეს ეინდჰოვენში ჩაფრინდება თვითმფრინავი, რომელშიც გარდაცვლილთა ცხედრები იქნება მოთავსებული. იქვე გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია, რომელსაც ქვეყნის მონარქი და სამეფო ოჯახი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან.
ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები. ჩამოვარდნილი ლაინერის ბორტზე ნიდერლანდების 193 მოქალაქე იყო.
მასალის გამოყენების პირობები