დღეს თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი ჩამოდის. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი , ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს ხვალიდან იწყებს. თავდაპირველად შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება, სადაც ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუსს შეხვდებიან. ასევე შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ხვალვე ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები