რუსეთი უკრაინიდან რძის პროდუქტების შეტანაზე ემბარგოს აწესებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის თანაშემწემ ალექსეი ალექსეენკომ განუცხადა.
"ჩვენ გავმართეთ შეხვედრა ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 28 ივლისიდან შევზღუდოთ რძისა და რძის პროდუქტების შემოტანა უკრაინიდან", - განაცხადა ალექსეენკომ.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წელია, "როსსელხოზნადზორი" ლაბორატორიული შემოწმებისას უკრაინული პროდუქციის შემადგენლობაში სხვადასხვა დარღვევებს ავლენს.
"ჩვენ მივმართეთ უკრაინის ვეტერინარულ სამსახურს კვლევის ჩატარების თხოვნით, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ", - აღნიშნა ალექსეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები