პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე მათ უმცირესობისგან დასმულ დაუსაბუთებელ კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემა.
"მე პატივს ვცემ პარლამენტს და დეპუტატებს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაზე დაუსაბუთებელ შეკითხვებზე მოგვიწია პასუხების გაცემა. უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობა, რომ არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადავსულიყავით. საზოგადოებამ დაინახა, რომ არაჯანსაღი ადამიანებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მთავრობის განახლება კი ემსახურება იმ მიზანს, რომ უფრო ეფექტურად ვემსახუროთ ხალხს", - აღნიშნა გუშინ პრემიერ მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები