უკრაინაში ქალაქ კრემენჩუკის მერი მოკლეს. ოლეგ ბაბაევი დილით საკუთარ სახლთან დაცხრილეს. ტყვია მას გულში აქვს მოხვედრილი.
გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ გასროლა პროფესიონალი მკვლელის მიერ განხორციელდა. მომხდარის გამო, ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ოლეგ ბაბაევი უმაღლესი რადის დეპუტატიც იყო.
მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილება, თუმცა მათ სამართალდამცველები ამ დრომდე არ ასახელებენ.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ უცნობმა პირებმა ყუმბარმტყორცნით გაუხსნეს ცეცხლი ქალაქ ლვოვის მერს.
მასალის გამოყენების პირობები