საქართველოს პრემეირ-მინისტრის გადაწყვეტილებით,საქართველოში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა ჩარგალში "ვაჟაობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. პრემიერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია იმსჯელებს.პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ვაჟაობის აღნიშვნას მომავალი თაობებიც გააგრძელებენ.
"შარშან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა ინიციატივა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. სამთავრობო კომისია, რომელიც შეიქმნება უახლოეს დღეებში, ამ საკითხზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ცოტაა მსოფლიოში ჩვენისთანა პატარა ერი, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი, რომლის წარმომადგენლების შედევრები ღირსეულად ამშვენებენ მსოფლიო ლიტერატურულ საგანძურს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები