2-3 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, დღეისთვის კი, ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა,რომ ივლისის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიწევს.
ამასთან, სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.
30-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 31 ივლისს წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, მათ შორის თბილისში, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება. ამასთან, ხვალ თბილისში 32 გრადუსია ნავარაუდევი.
ნიორაძის განმარტებით, 1-დან 5 აგვისტომდე საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში 2-3 აგვისტოს 38 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 36 გრადუსი. 5-6 აგვისტოს კი დასავლეთ საქართვეწლოში იწვიმებს, 7 აგვისტოს შემდეგ კი კვლავ გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები