დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში კამპანია "ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს" ფარგლებში ,ზუგდიდში ასოციაცია“ ქსენონმა" მრგვალი მაგიდა გამართა .
რადიო „ათინათთან“ საუბარში ასოციაცია "ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ განმარტა, რომ „დღევანდელი შეხვედრა იმ აქტივობათაგანია, რომლის მიზანია ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს ქართველი საზოგადოების მობილიზება და უფასო მკურნალობის მოთხოვნა. „ერთად ავირჩიოთ სიცოცხლე“ -ეს ის სლოგანია, რომელის ირგვლივაც გაერთიანებული არიან ცე ჰეპატიტით იმფიცირებული ადამიანები, მათი ოჯახები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ"- აცხადებს ნინო ჯანაშია.
2013 წელი ცე ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რევოლუციური წელი იყო, რადგანაც 60 პროცენტით გაიაფდა მკურნალობა ,თუმცა, როგორც ნინო ჯანაშია აღნიშნავს, „დღესდღეობით უმრავლესობისთვის მკურნალობა ფუფუნებად რჩება, ამიტომაც ჩვენი მიზანია მოვითხოვოთ უფასო მკურნალობა. "
კამპანია ცენტრალურ ბულვარში იმიტირებული არჩევნების აქციით გაგრძელდება, რომლის მთავარ მიზანს ცე ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა მხარდაჭერას გულისხმობს , ვისთვისაც მკურნალობა დღესდღეობით მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
ცნობისთვის: ცე ჰეპატიტის საერთაშორისო დღე უკვე მეოთხეჯერ აღინიშნება საქართველოში , მსგავსი აქციები თბილისში, ქუთაისში ოზურგეთში და ბათუმში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები