მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების, კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.
წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიაში ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა დიდგვაროვანი იყო და ადრე დაქვრივებული პატარა კვირიკეს ზრდიდა. ისინი მართლმადიდებლობისთვის ეწამენ. ამ დროს წმინდა კვირიკე მხოლოდ სამი წლის იყო. წმინდა ივლიტას ქრისტეს სარწმუნოებისთვის რკინის წვერბასრი იარაღებით ჯიჯგნიდნენ და ჭრილობებში გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
წმინდა კვირიკე და ივლიტა 305 წელს აღესრულნენ. მათ მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისთვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი დადიანების სასახლის მუზეუმში ინახება.
მასალის გამოყენების პირობები