28 ივლისს, ზუგდიდში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის (IWPR) და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო, სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებთან.
IWPR და EUMM-ის ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას,რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენაში და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მშვიდობის ჟურნალისტიკაში კონკურსის გამოცხადების მიზნებისა და საკონკურსო პირობების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები