Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/gty_obama_140128_16x9_1600.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს შეუერთდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. როგორც "ბიბისი" წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა , ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ შეუერთდა ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსების სფეროებს ეხება. ობამას განცხადებით, ახალი ეკონომიკური ზომების მიზანია, რუსეთის ეკონომიკას მიაყენონ დარტყმა და ეს იქნება სასჯელი იმისათვის, რომ მოსკოვი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერას. "სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის, მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის გარემოცვაზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა ობამამ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ახალი სანქციები ახალი "ცივი ომის" დაწყებას, ობამამ განაცხადა, რომ ეს არ არის "ცივი ომი", ეს არის კონკრეტული ზომა იმის გამო, რომ რუსეთს არ სურს აღიაროს უკრაინის უფლება თვითონ აირჩიოს საკუთარი მომავალი. "თუ თქვენ მოუსმენთ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, თუ თქვენ მოუსმენთ უკარინელ ხალხს, დაინახავთ, რომ ყველანი ისინი გამოხატავენ სურვილს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყარონ. თუმცა, მათ არ შეუძლიათ დაუშვან ის, რომ რუსეთი აიარაღებს სეპარატისტებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დამანგრეველ ქმედებებს ახორციელებენ", -განაცხადა ობამამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.