კლუბის გადაწყვეტილებით: მერებაშვილი, კვირკველია, გრიგალაშვილი, ხიდეშელი, გორგიაშვილი, მარცვალაძე, ხურცილავა, გარსია, ჯორდა, დოსოუდი, ვუო და ლორია "დინამოელები" აღარ არიან.
კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "დინამოში" ახალი მწვრთნელიც მოიყვანა, რომელსაც მუშაობის 3-წლიანი გეგმა აქვს.
თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი გახდა, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებაზე იზრუნებს.
"ვფიქრობ, დადგა ის დრო, რის შემდეგაც საჭირო გახდა ასეთი ძირეული ცვლილებები. კახა ნამდვილი "დინამოელია". წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ "არქტობესთან" ასე არ გვეთამაშა. გუნდს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი. ჩემი მოთმინება დასრულდა და გადავწყვიტეთ გავაახალგაზრდავოთ გუნდი. ძველი "დინამოდან" ათიოდე ფეხბურთელი დარჩება და ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვინც "დინამოსთვის" სულს და გულს დადებენ", - განაცხადა რომან ფიფიამ.
მისივე თქმით, გუნდში დარჩება ერთადერთი ლეგიონერი ჩისკო, რომელიც კახა გოგიჩაიშვილს ახალგაზრდებთან მუშაობაში დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები