ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"შეხვედარზე ვარ და ორი სიტყვით გეტყვით: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ არის გადაჭარბებული, ისევე, როგორც ხმები ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ" , - განაცხადა გიორგი სიგუამ. მისივე თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
"არსად არ მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს. ვაგრძელებ ჩეულებრივ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა სიგუამ.
მასალის გამოყენების პირობები