კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა ორი მოადგილე – მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მან მხოლოდ ის იცის, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ.
რაც შეეხება მანანა ბერიკაშვილს, მისი თქმით, ახალ მინისტრს თავისი გუნდი სჭირდება და მისი გათავისუფლება ჩვეულებრივი ცვლილებაა.
როგორც თავად მიხეილ გიორგაძე აცხადებს, ის უწყებაში ახალი გუნდით მოდის.
მასალის გამოყენების პირობები