Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mza2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mza2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mza2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mza2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე არ გამორციხავს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილის გატანა გართულდეს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს , რომ მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს. როგორც აბაშიძემ "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, განსაკუთრებულ ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებაში "რაღაც პოლიტიკური ელემენტი" არსებობს. "ბოლო ხანს რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები უკრაინასთან მიმართებაში, გაამკაცრა სავაჭრო კავშირები მოლდოვასთანაც. ასე რომ, მოსალოდნელი იყო იგივე ჩვენთან მიმართებაშიც და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით. როდესაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მივდიოდით, პარალელურად ვაანალიზებდით იმას, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ ალბათობას ვუშვებდით, თუმცა არა მგონია, ეს ტრაგედია ან დიდი ტრავმა იყოს. ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, იქ თამაშის წესები არსებობს და ვიცხოვრებთ ამ წესების მიხედვით. ალბათ, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი გაძვირდება, რაღაცა უფრო რთული გასატანი იქნება - შეიძლება რაღაც მეტად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას, როცა გვინდა, ვიყოთ ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, თუკი 1994 წელს დაწესებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გადაიხედება, ვივაჭრებთ "ჩვეულებრივად" ისე, როგორც რუსეთთან ვაჭრობს ძალიან ბევრი ქვეყანა. "ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი აქვს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებით ვაჭრობენ. ასე ვივაჭრებთ ჩვენც. შეიძლება, ჩვენმა ბიზნესმა გარკვეული ზარალი განიცადოს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდეთ – ციფრები დიდი არ არის, მილიარდებზე და ასობით მილიონზე საუბარი არ არის", - აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.