საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველ სხდომას მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს 33 საკითხი აქვს განსახილველი.
დღევანდელ სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, კულტურის, რეგიონული განვითარების უწყებების ახალი ხელმძღვანელები და დიასპორის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. ასევე, სხდომას დევნილთა მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის რანგში ესწრებიან სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი, რომლებიც აქამდე სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდნენ.
პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა გასულ კვირას დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები